Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: იტალიაში ზომები გაგრძელდება, მექსიკაში "გახანგრძლივებულ პანდემიაზე" ლაპარაკობენ


იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე

იტალიაში, კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყანაში, 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები.

პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს პირბადეების სავალდებულო ტარებას დახურულ საჯარო სივრცეში, ხალხმა ერთმანეთს შორის უნდა დაიცვას დისტანცია, კვლავაც აკრძალულია დიდი თავყრილობები.

კონტემ ხალხს სიფხიზლისკენ მოუწოდა კორონავირუსის გამო, რომელმაც ქვეყანაში 35 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მექსიკაში, სადაც ინფექციის კლებას ვარაუდობდნენ, კვლავაც მაღალია მაჩვენებლები. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, უგო ლოპეს-პატელის თქმით, „ეს განხანგრძლივებული პანდემია იქნება“. დღემდე მექსიკაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 470 ათასი დადასტურებული შემთხვევა და 51 ათასზე მეტი სიკვდილი.

საფრანგეთის ხელისუფლებამ შაბათს გამოაცხადა, რომ, ინფექციის ზრდის გამო, ორშაბათიდან პარიზის ხალხმრავალ ადგილებში კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. რეგულარულად გამოქვეყნდება ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ზონებს შეეხება ეს ზომა.

დღემდე მსოფლიოში COVID-19-ს 722 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 161 ათასზე მეტი - აშშ-ში. მათ შორის 10 ათასი ადამიანი უკანასკნელი ცხრა დღის განმავლობაში გარდაიცვალა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის იურისდიქციის 80%-ზე მეტი იუწყება შემთხვევათა კლებას და აშშ-ის საგრაფოების ნახევარზე მეტში გასულ კვირაში 20 შემთხვევაზე ნაკლები აღირიცხა. მაგრამ ქვეყანა „კვლავაც ფხიზლად უნდა იყოს,“ განაცხადა ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG