Accessibility links

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, ლუკაშენკას მეექვსე ვადით სურს პრეზიდენტობა


ალექსანდრ ლუკაშენკა მინსკში კენჭისყრისას

9 აგვისტოს ბელარუსში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკა ზედიზედ მეექვსე ვადით პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს.

კენჭისყრას წინ უსწრებდა საარჩევნო კამპანია, რომელიც აღინიშნა ოპოზიციის 1000-ზე მეტი მომხრის დაპატიმრებით; არჩევნებში მონაწილეობაზე უარით ლუკაშენკას რამდენიმე პოტენციური მეტოქისთვის; განცხადებებით რუსეთის შეთქმულებაზე, რომელიც დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად და სრულიად ახალი ფიგურის გარშემო ოპოზიციური ძალების შემოკრებით.

ალექსანდრ ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას, მეტოქეობას უწევს ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ყურადღების ცენტრშია სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელმაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაანაცვლა თავისი ქმარი, სიარჰეი ციხანოუსკი, პოპულარული ვლოგერი, რომელიც მაისში დააპატიმრეს და ჩამოაშორეს საარჩევნო პროცესს.

ციხანოუსკაიამ დიდი რაოდენობით ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ლუკაშენკა აგდებით ლაპარაკობს ციხანოუსაკიასა და მის თანამებრძოლ ქალებზე. მისი თქმით, ბელარუსი არ არის მზად პრეზიდენტად ქალის არჩევისთვის.

მოსახლეობაში შეინიშნება ლუკაშენკას პოპულარობის ვარდნა. ბელარუსს ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში და ხალხი ამაში პრეზიდენტს ადანაშაულებს.

ამავე დროს, არჩევნები იმართება ბელარუსსა და მის ტრადიციულ მოკავშირეს, რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG