Accessibility links

ბოლო 24 საათში მესტიაში კორონავირუსი 16 პირს დაუდასტურდა


ბოლო 2 დღის განმავლობაში მესტიაში კორონავირუსი 17 პირს დაუდგინდა. მათგან ინფიცირების წყარო ერთ-ერთი პირია, 16 კი მისი კონტაქტები. დეტალებზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა ისაუბრა.

ინფიცირებულებიდან 7 ადგილობრივია, მესტიის მკვიდრი. ვიბლიანმა აღნიშნა, რომ, ძირითადად, ინფიცირებული არიან ერთი ოჯახის წევრები.

"მიმდინარეობს ამ ადამიანების გადაყვანა შესაბამის კლინიკებში. ადგილზე ადის 5 ბრიგადა და გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა", - განაცხადა მან.

ინფიცირებულებიდან ერთი გადაყვანილია ქუთაისის კლინიკაში, ნაწილი კი ზუგდიდში. პაციენტების სამედიცინო ცენტრებში გადანაწილების პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

ჩაიკეტება თუ არა მესტია, რწმუნებულის მოადგილემ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით გადაწყდება ეს საკითხი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 25 პირს დაუდგინდა. ამით ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG