Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანს ემუქრებიან


ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი ამბობს, რომ 20 ივლისს "ქართული ოცნების" დეპუტატს, ენზელ მკოიანს დაემუქრნენ და 5 მლნ ლარის გადახდა მოსთხოვეს. ადვოკატი განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უთხრეს, რომ მოკლავდნენ.

"საღამოს საათებში ენზელ მკოიანს დაუკავშირდნენ. პირველი თხოვნა რაც იყო, დაენებებინა პოლიტიკისთვის თავი და მაჟორიტარად არ დაეყენებინა კანდიდატურა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელს... მან გაიგო ეს, როგორც მისი შვილების მიმართ მუქარა", - თქვა ადვოკატმა.

მკოიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის რაიონში მოქმედი და წინა ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. წელს ის "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად აღარ დაასახელა. ამას წინ უსწრებდა ინტერნეტით გავრცელებული კადრები, სადაც ჩანდა, როგორ მისდევდა შეიარაღებული დეპუტატი სხვა პირებს. ვიდეოს ავთენტურობა არ გაუხდია სადავო თავად მის ადვოკატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG