Accessibility links

ადვოკატის თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლაა, როცა მედია მკოიანის იარაღით ყოფნის კადრს ავრცელებს


"ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მედიის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის იარაღით ყოფნის კადრების გავრცელება ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ასე გამოეხმაურა ადვოკატი მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომლის ავთენტურობაც მან არ უარყო.

"როცა ადამიანი თავის სიცოცხლეს იცავს, იცავს თავისი ძმისშვილების სიცოცხლეს, როცა მას და მის ახლობლებს ესვრიან და ასეთ ვითარებაში ტელევიზიები აჩვენებენ ენზელ მკოიანის კადრს და ამბობენ, ის კრიმინალია და უნდა დაიჭირონ - ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა", - თქვა ადვოკატმა.

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოინის ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, როგორ მისდევდა ის შეიარაღებული რამდენიმე პირს. დღეს კი ადვოკატმა თქვა, რომ მკოიანს ემუქრებიან, მისგან პოლიტიკიდან წასვლასა და 5 მლნ ლარს ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG