Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად


აფეთქების ადგილი პაკისტანში
აფეთქების ადგილი პაკისტანში

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა პაკისტან-ავღანეთის საზღვრის მახლობლად გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე იყო პაკისტანის ანტინარკოტიკული (ANF) უწყების კუთვნილი მანქანა.

აფეთქება მოხდა 10 აგვისტოს, ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ჩამანის ხალხმრავალ ბაზარში. პრობლემატურ სასაზღვრო ქალაქში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანის თალიბანისგან გამოყოფილმა დაჯგუფებამ ჯამაათ ულ-აჰრარმა (JuA).

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ნაღმი დამონტაჟებული იყო მოტოციკლზე, რომელიც დისტანციური მოწყობილობით მოიყვანეს მოქმედებაში.

აფეთქების ადგილი ალყაში მოაქციეს უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე მაღაზია და ავტომობილი.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა, დაგმო ქალაქ ჩამანში მომხდარი აფეთქება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG