Accessibility links

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო შეზღუდვები, სულ მცირე, 2021 წლის იანვრამდე დარჩება


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო ვითარება ძალაში დარჩება, სულ მცირე, 2021 წლის იანვრის ბოლომდე. „ამ ვითარებაში ვართ ექვსი თვეა და უნდა მოვემზადოთ, სულ მცირე, შემდეგი ექვსი თვისთვის“, წერია როჰანის მიერ 9 აგვისტოს თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირანის პრეზიდენტის თქმით, საჯარო შეზღუდვების შერბილება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. „უნდა მოვძებნოთ საშუალო გზა ნორმალურობასა და ვირუსის გამო შეზღუდვების დაცვას შორის“, აცხადებს როჰანი.

ირანმა შეასუსტა თავის შეზღუდვები კორონავირუსის გამო ბოლო ორ თვეში, რის გამოც ბევრი ირანელი აღარ იცავდა პანდემიის წესებს საჯარო ჯანდაცვის მხრივ. კრიტიკა გაისმა როჰანის მისამართითაც, რადგან ბოლო ხანს ინფექციის შემთხვევათა რიცხვი იზრდება, ხოლო დღიურად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG