Accessibility links

შსს ენზელ მკოიანის საქმეს გამოძალვის მუხლით იძიებს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების", ენზელ მკოიანის საქმეს გამოძალვის მუხლით იძიებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

დღეს მისმა ადვოკატმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ დეპუტატს ემუქრებიან და მისგან 5 მლნ ლარის გადახდას ითხოვენ. გარდა ამისა, ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ მას პოლიტიკიდან წასვლა და მაჟორიტარულ არჩევნებშ მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთხოვეს.

"საღამოს საათებში ენზელ მკოიანს დაუკავშირდნენ. პირველი თხოვნა რაც იყო, დაენებებინა პოლიტიკისთვის თავი და მაჟორიტარად არ დაეყენებინა კანდიდატურა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელს... მან გაიგო ეს, როგორც მისი შვილების მიმართ მუქარა", - თქვა ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა.

მკოიანი წლების განმავლობაში ახალქალაქის რაიონში მოქმედი და წინა ხელისუფლების მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. წელს ის "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად აღარ დაასახელა. ამას წინ უსწრებდა ინტერნეტით გავრცელებული კადრები, სადაც ჩანდა, როგორ მისდევდა შეიარაღებული დეპუტატი სხვა პირებს. ვიდეოს ავთენტურობა არ გაუხდია სადავო თავად მის ადვოკატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG