Accessibility links

ლიბანის მთავრობამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ბოლო დღეების საპროტესტო გამოსვლების პასუხად


ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. პრემიერ-მინისტრი, ჰასან დიაბი, ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგენს გადადგომის თხოვნას ყველა მინისტრის სახელით, - ამის შესახებ ცნობა სააგენტო „ასოშიეტიდ პრესმა“ გაავრცელა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრ, ხამად ხასანზე დაყრდნობით.

ლიბანში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მომხდარ მძლავრ აფთქებას, რამაც 160 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაშავდა 6 ათასი ადამიანი, დაინგრა და განადგურდა მრავალი შენობა.

მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილო მასობრივი აქციები გადაიზრდა დაპირისპირებაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის.

4 აგვისტოს მომხდარი აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც მოედო საწყობს, სადაც უსაფრთხოების ზომების დარღვევით ინახებოდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი.

ლიბანელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კატასტროფის მიზეზია ხელისუფლების დაუდევრობა და კორუმპირებულობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG