Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა. 44 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1264-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 11 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 44 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1054.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

11 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6930 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG