Accessibility links

მარინა ეზუგბაიას თანახმად, გამოჯანმრთელებული 44 პირიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, გამოჯანმრთელებულების ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოუყვანილი სამხედროები არიან.

ავღანეთში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მყოფი კოვიდინფიცირებული სამხედროების საქართველოში ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია პირველად 10 ივლისს გავრცელდა. 10 ივლისს საქართველოში დაბრუნდა 28 კოვიდინფიცირებული სამხედრო, 17 ივლისს კი კიდევ 10. ჯამში ავღანეთიდან საქართველოში 38 ინფიცირებული სამხედრო პირი ჩამოიყვანეს. მათი ინფიცირების წყარო, თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილობრივი ავღანელი პესრონალი იყო.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1264-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 44 პაციენტი, მარინა ეზუგბაიას თანახმად, მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოსული სამხედროები არიან. სულ გამოჯანმრთელებულია 1054.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

11 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6930 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG