Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური ოკუპაციაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს ოკუპაციის შედეგებზე პასუხის გასაცემად. ამის შესახებ მან აგვისტოს ომის დროს დაღუპული შინდისის გმირების საფლავის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს", - აღნიშნა მან.

ამ საკითხზე საუბრის დროს მან თქვა, რომ მაშინ, როცა 2008 წლის ომში გარდაცვლილი ჯარისკაცები ჯერ ისევ ბრძოლის ადგილზე ესვენა, თბილისში მაშინდელი ხელისუფლება კონცერტს მართავდა.

"ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება", - თქვა მინისტრმა.

წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს შინდისის გმირების საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG