Accessibility links

site logo site logo

კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევაა


კორონავირუსი დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის დასაც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცის გამოკვლეული კონტაქტებიდან კორონავირუსი დაუდგინდა მის დას. ვეჯინში მუშაობენ ეპიდემიოლოგები, რომლებიც ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევას განაგრძობენ.

27 წლის მამაკაცს, რომელიც ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს, კორონავირუსი 9 აგვისტოს დაუდასტურდა. ტესტირების პასუხამდე რამდენიმე დღით ადრე ის ვეჯინში იმყოფებოდა.

დღეს, 11 აგვისტოს საქართველოში 14-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, რომელიც ამჟამად 1264-ს შეადგენს. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1054.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG