Accessibility links

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში 751-ზე მეტი ტურისტია შემოსული


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნის შემდეგ საქართველოში 751-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ტურისტულად ჩამოსვლის სურვილის სულ 1 520 განაცხადი არსებობს.

8 ივლისს მთავრობამ გამოაცხადა, რომ საზღვარს "უპირობოდ" ხსნიდა გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის, თუ ისინი ამ ქვეყნებიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრინდებოდნენ. მათ მოქალაქეებს საკარანტინო სივრცეში მოთავსების გარეშე მიიღებს საქართველო. საკარანტინო სივრცეში არ მოუწევთ მოხვედრა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ 5 ქვეყნის რეზიდენტები (ცხოვრების უფლების მქონენი) არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG