Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი „ლელოს“ რიგებში გაწევრიანდა


თამაზ გაიაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე
თამაზ გაიაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ ბიზნესმენი, „აირზენა-ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა. იგი საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე წარუდგინა „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ:

„დღეს ჩვენ შემოგვიერთდა საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. მან გაიარა ის სიმძიმეები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მისი გადაწყვეტილება, რომ შემოუერთდა „ლელოს“, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, თამაზ გაიაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში წასვლა მისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა დადგა დრო, როცა ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა:

„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში““, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

"ლელო საქართველოს" რამდენიმე დღის წინ შეუერთდნენ ასევე პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ლევან სამუშია და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG