Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორიდან გატაცებული გოგო დააბრუნეს


11 აგვისტოს, გორიდან, სავარაუდოდ, ქორწინების მიზნით გატაცებული 17 წლის გოგო უკან დააბრუნეს - ის ამ წუთებში გორის პოლიციაში იმყოფება გამოკითხვაზე.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა როგორც გოგონას დეიდამ, ისე ოჯახის ინტერესების დამცველმა, კავშირ "საფარის" იურისტმა, თამუნა ლუკავამ.

მეთორმეტეკლასელი გოგონა 11 აგვისტოს, საღამოს გორი-თბილისის ტრასიდან, სავარაუდოდ, ქორწინების მიზნით მოიტაცეს.

როგორც არასრულწლოვნის დეიდა რადიო თავისუფლებას ეუბნება, მათ იციან გამტაცებლის ვინაობაც, მას გოგონა მოსწონდა, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ნაადრევ ქორწინებაზე თანახმა არ ყოფილა.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ჩვენებას მისცემს არასრულწლოვანი გამოძიებას.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG