Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სვანეთის კლასტერიდან" ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი მოათავსეს


ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე ამბობს, ცხრავე პაციენტი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა.

პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები", - განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, 52-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ რამდენ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი ჯერ უცნობია. მონაცემები სამთავრობო საიტზე მოგვიანებით აისახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG