Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან 2 სვანეთიდანაა


საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. დღემდე მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურებული იყო კორონავირუსის 30 შემთხვევა.

5 ახალი პაციენტიდან 1-ს კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირთან. კიდევ 2 შემთხვევა შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

დღეს დილით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1283-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1068.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-ია, ხოლო ლეტალობის -1.33%.

ეზუგბაიას ცნობით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 198 პაციენტს. მათგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება, 17-ის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური, დანარჩენების კი - საშუალო და მსუბუქი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG