Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის ახალი იმპორტირებული შემთხვევები თურქეთს უკავშირდება


საქართველო-თურქეთის საზღვარი სარფთან

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 თურქეთიდანაა შემოტანილი. ერთი ინფიცირებული მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მეორე მამაკაცი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი საკარანტინე სივრცეში მოათავსეს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, ერთს კი კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირთან.

დღეს დილით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1283-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1068.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG