Accessibility links

სამხრეთ ამერიკის ქვეყნები კორონავირუსის შესაძლებელ ვაქცინებზე წვდომის გაზრდას ცდილობენ


მოხალისე პაციენტის სხეულში შეჰყავთ ჩინეთის ფირმის, Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა ბრაზილიაში, საო პაოლოში, das Clinicas-ის საავადმყოფოში მიმდინარე გამოცდის ფარგლებში.

ბრაზილია, არგენტინა და მექსიკა აცხადებენ ხელშეკრულებათა რიგის შესახებ, რომლები მათ გააფორმებს, რათა წვდომა ჰქონდეთ კორონავირუსის შესაძლებელ ვაქცინებზე, რადგან ინფექციისგან ძლიერად დაზარალებულ სამხრეთ ამერიკაში ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიოში კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფეთქებები.

ბრაზილიის შტატ პარანამ ხელი მოაწერა 12 აგვისტოს შეთანხმებას რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის სადავო ვაქცინის გამოცდის და წარმოების შესახებ, თუმცა, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტიანობა უნდა დამტკიცდეს.

რუსეთი რეკლამას უკეთებს კორონავირუსის ვაქცინას -„Sputnik V-ს“, როგორც მსოფლიოში პირველ ასეთ საშუალებას, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები კითხვის ნიშნის ქვეშ სვამენ შესაძლებლობას, რეგისტრაცია გაუკეთონ ვაქცინას, სანამ არ დასრულებულა ადამიანზე გამოცდის მესამე ფაზა და სამეცნიერო მონაცემები არ შეუმოწმებია მედიკოს-ექსპერტთა დამოუკიდებელ ჯგუფს.

პარანის ტექნოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს, რომ თუ ვაქცინა დამტკიცდა, მისი წარმოება დაიწყება 2021 წლის მეორე ნახევარში. ბრაზილია ატარებს კორონავირუსის ვაქცინის სხვადასხვა ვერსიის გამოცდას, მათ შორის ორი ექსპერიმენტი გამოცდის მესამე ფაზაშია.

ერთი ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტმა განავითარა ფარმაცევტულ ფირმა, AstraZeneca-სთან ერთად, ხოლო მეორე ჩინეთის ლაბორატორიამ, Sinovac Biotech-მა შეიმუშავა.

დღემდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 150-ზე მეტი ვაქცინა გამოიცადა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად. მათ შორის 25 კვლევა ადამიანებზე ჩატარდა კლინიკის პირობებში.

თავის მხრივ, არგენტინამ და მექსიკამ გამოაცხადეს, რომ ისინი აპირებენ აწარმოონ AstraZeneca-ს ექსპერიმენტული ვაქცინა მთელი სამხრეთ ამერიკისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG