Accessibility links

ემანუელ მაკრონი რუს და ირანელს კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა ლიბანის და ბელორუსის შესახებ


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არჩევნების შემდგომი ძალადობის და ბეირუთში გამანადგურებელი აფეთქების შემდგომი ვითარების განსახილველად.

მაკრონი 12 აგვისტოს ასევე ესაუბრა თავის ირანელ კოლეგას, ჰასან როჰანის და მოუწოდა მას, მოერიდოს ლიბანის საქმეებში ჩარევას თუ ვითარების ესკალაციას. ირანს გავლენა აქვს შიიტ გასამხედროებულ ჯგუფ ჰიზბოლაზე, რომლის პოლიტიკური ფრთა მთავარი ბლოკი იყო ლიბანის გადამდგარ მთავრობაში და მას ალიანსი აქვს პრეზიდენტ მიშელ აუნთან, მარონიტ ქრისტიანთან. ლიბანის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბის მეთაურობით გადაგა ამ კვირაში რამდენიმე დღიანი დემონსტრაციების შემდეგ, რომლებიც მოჰყვა 4 აგვისტოს აფეთქებას ბეირუთის ნავსადგურში, რის შედეგადაც განადგურდა მთელი მიმდებარე რაიონი და დაიღუპა 171 ადამიანი.

მაკრონმა, როჰანისთან საუბრისას ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ყველა დაინტერესებულ ძალა მოერიდოს გარედან ჩარევას და მხარი დაუჭიროს ახალი მთავრობის შექმნას, რომელიც საგანგებო ვითარებას გაუძღვება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მიმომხილველები თვლიან, რომ აფეთქების შედეგად პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება მოხდეს ჰიზბოლაზე, ქვეყნის უძლიერეს ფრაქციაზე სამხედრო ფრთით, რომელიც ლიბანის არმიაზე ძლიერად მიიჩნევა.

პუტინთან საუბრისას მაკრონმა პუტინს მოუწოდა ლიბანში სტაბილურობის აღდგენის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG