Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქეთურ-იქეთური


ავტორი: ირაკლი ფოცხვერაშვილი

ოქტომბერს დიდი მოლოდინებით შევჰყურებთ, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებულნი ვართ არჩევნებზე ვიხილავთ: ძალადობის, მოსყიდვის, ამორალური ქცევების მთელ კასკადს და ისიც კარგად გვესმის რომ ცვლილება აუცილებელია თუმცა არაგარდუვალი, რადგანაც არაფერი ეტყობა ხელისუფლებას რომ წასვლას აპირებს, მეტიც, არნახული ენთუზიაზმით იღერებენ ყელს და არცისე თავმდაბალი იერით იწონებენ ამ 8 წლიან გაუგებარ ეპოქას ,რაც ჩვენს ქვეყანას დამართეს..... რაც ჩვენ თვალებს დამართეს

მოსული არ იყო და ისეთი შოკი დაგვცეს ვიდეო კადრებით რომ ჭკუიდან გადაიყვანეს ერი, მოვიდნენ და ღირსეულადაც გააგრძელეს თავიანთი სტარტაფი, ვიდეოს ვიდეოზე აქვეყნებენ, ვინ ვის დაუწვა და ვინ სად გაიხადა ყველამ ყველასი ვნახეთ, ამ ზნედაცემული სულით სხედან ახლა სკამებზე, კორუფციაში ჯიგრულად ყელამდე ჩაფლულნი და გარეული ღორის მადით თქვლეფენ ბიუჯეტს.

ავი ენები თქვამენ რომ ზოგზოგიერთ ჩინოვნიკს ესთეტი სტრიქონებით რომ იწონებენ თავს , ერთერთი მიგდებული „კვარტირა“ გაუძარცვეს და იმდენი დაკუჭული და უწესრიგოდ დაყრილი კუპიურა წაუღიათ , შიშით გამომძიებლებისთვისაც კი დაუმალავთ, ემანდ მამამზემ არ გაგვიგოს უიმისოდ ამდენი რომ დავიგროვეთ ნაძარცვიო და ღიმილით მიენდნენ გამოძიებას, გამოძიება კი თავისმხრივ პრესსცენტრს და ასე გრძელდება 8 წელია უკვე.

საერთაშორისო სამეგობროდან და დასავლეთიდან გვესმის პირდაპირი თუ ირიბი მითითებები, შენიშვნები და რიგ შემთხვევებში საყვედურიც კი, რომ ძალაუფლების ბახუსი მძიმეა მაგრამ სანქციებს სჯობს და არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება , როგორც კიდევ ერთი დემოკრატიული პრეცედენტი სახელმწიფოს იმიჯისთვის, „გვწყურის ისე, როგორც დაჭრილ ირმის გუნდს წყარო ანკარა“.

დღეისათვის არსებულ პოლიტ-გარემოს ჭირდება ცვლილება , ცვლილება კი დამოკიდებულია ხალხზე - ხელისუფლების წყაროზე.

როგორი განწყობებია ხალხში? - ნიჰილისტური

რა სურს დღეს ყველაზე მეტად ხალხს? - პური

რატომ ითმენს და არ გამოდის გარეთ საპროტესტოდ ხალხი? - პოლიტიკური ათეიზმი დამართნია.

განა გამარჯვება არ ძალუძს ხალხს, არა.

მას გამარჯვების შემთხვევაში , ახალი დანიშნული ძალის არ წამს, რათქმაუნდა ეხება ყველა ალტერნატიულ ძალას ოპოზიციური სპექტრის რიგებში.

იმდენად არ წამს რომ მზადაა 5კგ კარტოფილიც კი აიღოს ან 10-15 ლარად რაღაც ციფრი შემოხაზოს, სულერთია მისთვის რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს , ყველა ერთი ნაგავია, ამას გვამცნობს წარსული.

ეს გახლავთ ყველაზე დიდი გამოწვევა დღევანდელი პოლიტ-კლასისთვის, ეს რჩება გაუხარელ ყვავილად ჩვენს რეალობაში.

არის კიდევ ერთი მომენტი რომელიც ქვეცნობიერში დომინირებს , ეს არის შიში, შიში რომელიც კრიმინალის ზრდამ წარმოშვა, ვაი და უფრო უარესი მოხდეს თუ ხელისუფლება შეიცვლება , ვაი თუ კონტროლს გარეთ გავიდეს მდგომარეობა, უახლესი წარსული ხომ ჯერ ისევ ბზარებად გვაქვს, რომელშიც სინათლის მაგივრად შიშმა შემოაღწია.

ეგ კიარა აგერ შარშან, მთავრობამ საერთოდ თვალები დაგვთხარა, ძალადობა და მათრახი ხომ რელიგიად გვიქციეს ამ ახვრებმა, ხოლო რელიგია საფონდო ბირჟად.

რაც შეეხება ცვლილებას თითქმის პროპორციული სისტემით, საპარლამენტო ბალანსის დამყარებას, გაწონასწორებულ ხელისუფალს , ზეფირივით კი ჟღერს მაგრამ არა მგონია ამით კარდინალურად შეიცვალოს რაიმე ქვეყნის წინსვლის გზაზე, თუმცა ამ ბუდარა და ბუდარიხას ზეობას აჯობებს ყველა შემთხვევაში.

შეიზღუდება ყველა ძალა რაც კი ველზეა - ეს კარგია, მაგრამ გული მკარნახობს რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი , უბრალოდ უფრო ხმაურიანი და ქაოტური იქნება ყურისთვის, ქვეყნის დასავლურ კურსს კი ახმოვანებს ყველა და თითქოს დეკლარირებულადაც გვიწერია მაგრამ საქმემან შენმან გამოგაჩინოსო და „კრასნოდარსკი კრაის“ სუნი უფრო მცემს ვიდრე ბერლინის ანდაც პარიზის.

...მთლად თუ მარტო ხალხს შევეხებით სალაპარაკოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ არ ვართ ჩვენ საზეპურო ერი, რაც არ უნდა მავნებელი ხელისუფალი გვყავდეს(რომელიც ასევე ჩვენ წიაღშია გაზრდილი), შვილებს ხომ ჩვენ ვზრდით? ხომ ჩვენ ვასწავლით როგორ იმოქმედონ კრიზისის თუ ლხინის დროს.

აღმოჩნდა რომ ჩვენ შვილებს ლხინის დროსაც კი , კრიზისში გამოსადეგ ქცევებს შთავაგონებთ, აბა სხვა რას დავაბრალოთ ის რომ დაბადების დღეზე მოლხენაც კი აღარ შეუძლიათ ადამიანურად ?, როცა ერთურთის ხოცვა კარგ ტონად ითვლება, რომ ძალადობა გახდა მთავარი კერპი საქართველოში.

რას დავაბრალოთ ის რომ ქმრები ცოლებს ყელს ჭრიან, ცოლები ქმრებს ჩაქუჩს ურტყამენ, მოხუცებს კლავენ და ბავშვებს აუპატიურებენ, ამ აგრესიას სოც და ეკო გაჭირვებას ვერ დააბრალებთ, თავს ნუ მოვიტყუებთ.

ვიცი არ გიყვართ ჭკუის რიგება, არც მორალისტებზე გიჟდებით, მაგრამ მოდი უბრალოდ მაღვიძარად ჩამთვალეთ და ისე მიუდექით საკითხს, ჩვენი აღზრდის ფორმები , მეთოდები გადასახედია , დიდი ალბათობით და სამწუხაროდ ჩვენი შვილების უმრავლესობა კარგა ხანს ვერ შეძლებს კემბრიჯის და ოქსფორდის განათლების მიღებას, მაგრამ ზნეობას ხომ ოჯახში ვასწავლით?

  • მგელი უნდა იყო შვილო მგელი - ამას როცა ჩაუნერგავთ, იქვე არ დაგავიწყდეთ დაუყოლოთ რომ მგელი ცხოველია და ხსენებულ შემთხვევაში შვილი, ადამიანის ნაცვლად ცხოველი დადგება, პირუტყვი, მხეცი.

და ნუღარ გაგვიკვირდება თუ უმრავლესობა, ქვეყნის სათავეში, სწორედაც რომ მოძალადეს დასვამს.

...უმრავლესობა , რომელიც ამას წინათ ერთმა ავტორმა თავის გადაცემაში ასე განსაჯა:

სიძულვილზე ნარკოდამოკიდებულნი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG