Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 4 უცხოელი დააკავეს


საზღვარი საქართველოს და სომხეთს შორის
საზღვარი საქართველოს და სომხეთს შორის

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის.

შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“.

შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული დაკავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთა 4-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს სომხეთთან საზღვარი დაკეტილი აქვს. საზღვარზე უშვებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და სატრანზიტო სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG