Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1306-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 14 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 17 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1085.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

14 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7597 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 261.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG