Accessibility links

ციხანოუსკაია ბელარუსებს 15-16 აგვისტოს მასობრივი სამშვიდობო აქციებისკენ მოუწოდებს


ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელმაც მისი მომხრეების მიერ ჩატარებული ხმების ალტერნატიული დათვლით, გაიმარჯვა 9 აგვისტოს არჩევნებში, - 14 აგვისტოს გაავრცელა მიმართვა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ადრესატები არიან ქალაქების მერები და სამართალდამცველები.

ციხანოუსკაია მოუწოდებს ბელარუსის ქალაქების მერებს, რათა არ შეუშალონ ხელი მოსახლეობას 15-16 აგვისტოს მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარებაში და თავად გამოვიდნენ ამ აქციების ორგანიზატორებად.

ციხანოუსკაიამ კვლავ მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას ძალადობაზე და გაიმეორა, რომ თავის მომხრეებს მოუწოდებს მხოლოდ მშვიდობიანი აქციებისკენ, როგორიცაა „სოლიდარობის ჯაჭვი“ და ასევე გაფიცვები.

მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებმაც უარი თქვეს „დანაშაულებრივი ბრძანებების“ შესრულებაზე.

სვიატლანა ციხანოუსკაიამ არჩევნების შემდგომ დაწყებული რეპრესიების ფონზე, 10 აგვისტოს ქვეყანა დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG