Accessibility links

logo-print logo-print

ფრონტერა: მთავრობამ შეგვატყობინა, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ დროებით არ წყვეტს


"ფრონტერა" აცხადებს, რომ მთავრობა დაპირებას არ ასრულებს და მათთან ხელშეკრულების შეწყვეტას ისევ განიხილავს. კომპანია განმარტავს, რომ მთავრობისგან მიღებული წერილით, მათთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი "დროებით შეჩერდა".

"ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ფრონტერას მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას", - აცხადებენ კომპანიაში.

23 ივლისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აღარ აპირებდნენ "ფრონტერასთან" ხელშეკრულების შეწყვეტას და კომპანიას შესაძლებლობას მისცემდნენ, საქმიანობა იმ ტერიტორიაზე გაეგრძელებინა, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG