Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარგზავნილის ცნობით, სერბეთის და კოსოვოს ლიდერები ერთმანეთს სექტემბერში შეხვდებიან ვაშინგტონში


რიჩარდ გრენელი ბელგრადში, 2020 წლის იანვარი
რიჩარდ გრენელი ბელგრადში, 2020 წლის იანვარი

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა კოსოვოს და სერბეთის მოლაპარაკების საკითხებში, განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები დათანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებიან მომავალ თვეში, თეთრ სახლში. ასეთი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო ივნისში, მაგრამ ჩაიშალა იმის გამო, რომ კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ბრალი წაუყენეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში.

14 აგვისტოს რიჩარდ გრენელმა ტვიტერით გავრცელა ინფორმაცია, რომ „კოსოვოს და სერბეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან მოსალაპარაკებლად 2 სექტემბერს“.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ავდულა ჰოტიმ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა დაადასტურეს 14 აგვიტოს, რომ ისინი ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობა მსოფლიო თანამეგობრობის ნაწილმა აღიარა. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობა არ უცვნია ბელგრადს, ასევე საქართველოს და რუსეთს.

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის წარმომადგენელი, ნაბილა მასრალი მიესალმა გრენელის განცხადებას, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრიუსელის ცენტრალური როლი კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობის მოგვარებასა და ევროკავშირთან ორი ქვეყნის დაახლოების საქმეში.

გრენელის განცხადება წარმოადგენს ვაშინგტონის მეორე მცდელობას, პირისპირ შეახვედროს ყოფილი მოქიშპეები თეთრ სახლში.

ჰოტიმ 25 ივნისს უცბად გააუქმა თავისი მონაწილეობა თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაში დათქმულ ვადამდე ორი დღით ადრე მას მერე, რაც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორებმა მას ბრალი წაუყენეს კოსოვოს ომის დროს, 1998-1999 წლებში ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG