Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ირანისთვის იარაღის ემბარგოს ძალაში დატოვების საკითხს


გადამწყვეტი კენჭისყრა, რომელმაც ირანისთვის იარაღის ემბარგოს გახანგძლივების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოში 14 აგვისტოს.

ამის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება.

აშშ-ის ინიციატივით შეტანილი რეზოლუცია, რომელსაც საბჭო უყრის თავს, გულისხმობს ირანისთვის იარაღის ემბარგოს განუსაზღვრელი ვადით გახანგძლივებას. მოელიან, რომ რეზოლუციის მიღება ჩაიშლება, რადგან მას წინააღმდეგობას უწევენ ვეტოს უფლების მქონე სახელმწიფოები რუსეთი და ჩინეთი.

პომპეომ, ბირთვული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რაფაელ გროსისთან შეხვედრამდე კიდევ ერთხელ დადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გაკეთებს იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს ემბარგო, რომელიც 18 ოქტომბრიდან პროგრესულად საფეხურებრივად უნდა შერბილდეს.

"უაზროა, ნება დავრთოთ ტერორიზმის ყველაზე დიდ სპონსორ სახელმწიფოს იარაღის შეძენის და გაყიდვის უფლება,“ განაცხადა პომპეომ პრეს-კონფერენციაზე, "ეს სიგიჟეა" თქვა მან და დასძინა, რომ მსოფლიოს ის მოუწოდებდა, მხარი დაეჭირათ აშშ-ის პოზიციისთვის ამ მხრივ კენჭისყრის დროს, რომელიც გაიმართება ელექტრონული ფოსტის საშუალებით კორონავირუსის პანდემიის გამო. შედეგებს მოელიან 14 აგვისტოს, გვიან.

14 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, გაიმართოსშეხვედრა იარაღის ემბარგოს გარშემო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების და გერმანიის, ასევე ირანის მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG