Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2 ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ. ლენჯერის კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, 2 შემთხვევასთან დაკავშირებით კი წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების მიზნით კვლევა მიმდინარეობს, - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიაწოდეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 15-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1336 შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 1088-ია, გარდაცვლილია 17 ადამიანი.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოს დილისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 249.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG