Accessibility links

logo-print logo-print

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე კაცი მოკლეს


თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე 15 აგვისტოს შუახნის მამაკაცი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერ არ დაუკავებიათ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც ჩადენილი დანაშაულისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG