Accessibility links

ისრაელმა გადაკეტა ღაზის სექტორის თევზჭერის სანაპირო ზონა პალესტინელ მებრძოლებთან დაპირისპირების შემდეგ


16 აგვისტოს ისრაელმა გადაკეტა ღაზის სექტორის სანაპირო თევზჭერის ზონა მას შემდეგ, რაც პალესტინელ მებრძოლებთან დაპირისპირება მოხდა.

პალესტინელმა მებრძოლებმა ღაზაში ორი რაკეტა გატყორცნეს ისრაელის სამხრეთის მიმართულებით მას მერე, რაც ისრაელმა საჰაერო იერიში განახორციელა ამ ტერიტორიის მმართველი, ჰამასის, ძალების ობიექტებზე. ისრაელის არმიის თანახმად, ანტისარაკეტო სისტემამ ისრაელის სამხრეთის მიმართულებით ნასროლი ორი რაკეტა გადაიტაცა. თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ერთმა რაკეტამ დააზიანა სახლი დასახლებულ პუნქტ სდეროტში.

ისრაელის არმიის თანახმად, საჰაერო იერიშები პასუხი იყო ჰამასთან დაკავშირებული ჯგუფის ქმედებაზე, როცა მან გაუშვა საჰაერო ბუშტი ასაფეთქებელი მოწყობილობით საზღვრის მიღმა. და ასევე, ეს იყო რეაქცია პალესტინელი დემონსტრანტების მცდელობაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაეგდოთ ისრაელის და ღაზის გამყოფი ზღუდის პირას, სადაც ისრაელის სამხედროები არიან განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG