Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააკავა ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი


პოლიციამ ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა 15 აგვისტოს საღამოს მოხდა. მოკლულია 53 წლის მამაკაცი. განზრახ მკვლელობის ჩადენაში იდენტიფიცირებული პირი მომხდარიდან დაახლოებით 21 საათში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა თ.ა.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც ჩადენილი დანაშაულისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG