Accessibility links

ყველაზე მასშტაბური პროტესტი ლუკაშენკას წინააღმდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 აგვისტოს


მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნამ კვირას მინსკის ქუჩებში ასობით ათასი მოქალაქე გამოიყვანა. მისი 26-წლიანი მმართველობის გასაპროტესტებლად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 100 ათასიდან 200 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა მინსკში.

პარალელური აქციები გაიმართა ბელარუსის სხვა ქალაქებსა და მსოფლიოს არაერთ წერტილში. თეთრი და წითელი დროშებით ადამიანები პრეზიდენტს წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

კვირას მინსკში პარალელურად გაიმართა ალექსანდრ ლუკაშენკას მხარდამჭერების აქციაც, თუმცა მათი რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო ოპოზიციურ აქციასთან შედარებით. თავის მხარდამჭერებს პრეზიდენტმა მიმართა. ლუკაშენკამ თქვა, რომ ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს NATO-ს ტანკები და თვითმფრინავები იყო ჩასაფრებული და რომ მეზობელი ქვეყნები მას ხელახალი არჩევნების ჩატარებას აიძულებენ, რაზეც ის უარს ამბობს.

ამას მალევე მოჰყვა NATO-ს პრესმდივნის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში მზადყოფნაში არ არის და რომ ზოგადად რეგიონში მათი ყოფნა არც ერთი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს პროკურატურას ახალ ვიდეომასალას წარუდგენს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს პროკურატურაში ახალ ვიდეომასალას წარადგენენ, რომელიც, მათი მტკიცებით, თამარის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ვიდეო ოჯახმა მედიას გუშინ წარუდგინა, რომლის საფუძველზეც ისინი ამბობენ, რომ თვითმკვლელობის ვერსია საერთოდ უნდა გამოირიცხოს.

ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს აჩვენა ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სამი დღის განმავლობაში, 12, 13 და 14 აგვისტოს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილის რადიუსში მწყემსი აუცილებლად შეძლებდა მანქანის დანახვას:

„აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ როგორი დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავისი დამცველი ოთხფეხა ძაღლი და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ იდგებოდა 5 დღის განმავლობაში“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წაიკითხე მეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა სარეკორდო რიცხვს აფიქსირებს

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, ახალი COVID-19-ით ინფიცირებულთა სარეკორდო მაჩვენებელი - 294 237 - აღნუსხა.

ანგარიშში, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, გაეროს ჯანმრთელობის დაცვის ორგანო აცხადებს, რომ მსოფლიოში დაავადების შემთხვევათა საერთო რიცხვმა 21 მილიონი შეადგინა.

ექსპერტების დაკვირვებით ხალხმა აშშ-ში ტესტირების ჩატარებას უკლო, რაც მონიტორინგის პროცესს უფრო გაართულებს. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბევრი ამერიკელისთვის ხელისშემშლელი ფაქტორებია გრძელ რიგებში დგომა და ტესტის დაგვიანებული შედეგები, ან ის, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, ან განსაკუთრებით ავად არ არიან, არ გადიან ტესტირებას.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სენატორი ჯიმ რიში: აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას:

„12 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრიდან, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისაკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“, - წერს სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერში“.

რა გამოიკვეთა ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის ძირითად მიზეზად

ორი წლის წინ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 2-7 წლის ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალი ჰქონდა, რაც დასაშვებ ზღვარს სცდებოდა. ამ მონაცემების მიღების შემდეგ ჩატარებულმა საგანმანათლებლო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და განმეორებითმა კვლევამ ტენდენცია კლებისკენ გამოავლინა, ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

საკვებში გამოსაყენებელი სუნელების გარდა, გამოკვლეულ ოჯახებში ტყვიის შემცველობის სხვადასხვა საგანი აღმოაჩინეს და ოჯახებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

მაგალითად, იყო შემთხვევები, მონადირეების ოჯახებში ბავშვის საწოლთან თოფები ეკიდა და ტყვიები იყო იქვე. ასევე ტყვიის კაკლის სატეხები ნახეს. გაისინჯა საღებავები, რითაც კედლები იყო შეღებილი. ამ ყველაფერზე სპეციალური პროტოკოლით აძლევდნენ დარიგებას. ამ დარიგებამ და ხშირმა საუბარმა, რომ ტყვია პრობლემაა და მას უნდა მოვერიდოთ, იმუშავა“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

წაიკითხე მეტი.

რუსები საქართველოში. რუსები, რომლებიც საქართველოში დასახლდნენ. ვინ არის ეს ხალხი? რა მოსწონთ საქართველოში? რას ამბობენ პუტინზე, ქართველებზე, ოკუპაციის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG