Accessibility links

ახალ ზელანდიაში არჩევნები გადადეს კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო


ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო 17 ოქტომბრისთვის გადაიდო სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. გადაწყვეტილება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა გამოაცხადა.

მაისის შუა რიცხვებიდან თითქმის ასი დღის განმავლობაში ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა აღარ ყოფილა, შემდეგ კი დღიური მაჩვენებელი პერიოდულად მერყეობდა 1-დან 3-მდე. ბოლო ხუთი დღეა ინფიცირების შემთხვევებმა ისევ მოიმატა და უკვე ორჯერ 13-13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1630-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 22 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG