Accessibility links

site logo site logo

შსს: დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული


ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1958 წელს დაბადებული ს.ა. ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს.

გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული ისჯება 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG