Accessibility links

Bauhaus Bar-ის ორ თანამშრომელს კვლავ ეძებენ


თბილისში მდებარე Bauhaus Bar-ი თავის ფეისბუკის გვერდზე იტყობინება, რომ ორი თანამშრომლის ძიება გრძელდება და ჯერჯერობით რაიმე სიახლე არ არის.

„მეგობრებო, ჯერ სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ. აუცილებლად დავწერთ აქ, როგორც კი რამეს შევიტყობთ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“,- წერია Bauhaus Bar-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს 21 საათზე შევიდა. პოლიციის თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG