Accessibility links

ირანი და ევროკავშირი უარყოფენ აშშ-ის გეგმას, გაეროს წინაშე კვლავ წამოჭრას ირანის მიმართ სანქციების საკითხი


ირანმა და ევროკავშირმა უკუადგეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, გაეროს წინაშე კვლავ დააყენოს ირანის მიმართ სანქციების საკითხი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ „აშშ-მა დატოვა საერთაშორისო შეთანხება“ და მათ კარგად იციან, რომ „სანქციების იმპლიმენტაცია არაკანონიერი და აბსოლუტურად მიუღებელია“.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელძღვანელის, ჯოზეპ ბორელის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან ვაშინგტონმა დატოვა „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა“ (JCPOA), ის ვერ იქნება ამ გეგმის ნაწილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეეცდება ირანის წინააღმდეგ გაეროს ადრინდელი სანქციების კვლავ ამოქმედებას მომავალ კვირაში. ამ ნაბიჯმა შეიძლება ბოლო მოუღოს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას და გაეროში დიპლომატიური კრიზისი გამოიწვიოს.

15 აგვისტოს, ერთ დღეში მას მერე, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა ვაშინგტონის რეზოლუციას ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გახანგრძლივებაზე, ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ სანქციების კვლავ ამოქმედებას შეეცდებოდნენ.

რუსეთი და ჩინეთი, ასევე ევროპის სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას სახელწოდებით, „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა“ (JCPOA), კითხვის ქვეშ აყენებენ აშშ-ის უფლებას, გამოიყენოს ირანის ძველი სანქციების კვლავ ამოქმედების მექანიზმი, რომელიც 2231-ე რეზოლუციით არის გათვალისწინებული, რადგან აშშ 2018 წელს JCPOA-ს გამოეთიშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG