Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევექსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა


პოლიკლინიკების ქსელის, "ევექსის" ერთ-ერთ სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა. კლინიკაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ შემთხვევა დაახლოებით 6 დღის წინ მოხდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ტესტირება ჩაუტარდა ამ პირთან შემხებლობაში მყოფ 17 პირს, მათ შორის, მათ თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება ჩავკეტეთ და არავის გადაედება", - აღნიშნავენ კლინიკაში.

ინფორმაცია "ევექსის" კლინიკის ვაჟა-ფშაველას ფილიალის თანამშრომლის ინფიცირების შესახებ მედიაში დღეს გავრცელდა. კლინიკას მუშაობა არ შეუწყვეტია. კომპანიაში განმარტავენ, რომ დადგენილი წესებით ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 1 341 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 092 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG