Accessibility links

შსს: მტკვარში ნაპოვნია „ბაუჰაუსის“ თანამშრომელი ქალის ცხედარი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მდინარე მტკვარში ცოტა ხნის წინ ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია. შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად „ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები „ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG