Accessibility links

მტკვარში, ბარ "ბაუჰაუსთან" მეორე ცხედარი იპოვეს


ბარ "ბაუჰაუსის" მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში მეორე ცხედარი იპოვეს. მისი იდენტიფიცირება ამ ეტაპზე არ მომხდარა.

სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ბაუჰაუსის" ორი თანამშრომელი გაუჩინარდა. დღეს ერთი პირის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელზეც დადასტურდა, რომ ამ ბარის თანამშრომელი იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მტკვარში სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. მობილიზებულია სპეცკატერი, რომელითაც ფსკერის სკანირებაა შესაძლებელი.

გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს 21 საათზე შევიდა. პოლიციის თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG