Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: მტკვარში ნაპოვნი მეორე ცხედარიც ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია


მტკვარში რამდენიმე წუთის წინ ნაპოვნი მეორე ცხედარიც ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად "ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს", - აცხადებენ შსს-ში.

მტკვარში დღეს კიდევ ერთი პირის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელზეც დადასტურდა, რომ ამ ბარის თანამშრომელი გოგო იყო.

სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ბაუჰაუსის" ორი თანამშრომელი გაუჩინარდა და შსს-მ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მტკვარში სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. მობილიზებული იყო სპეცკატერი, რომელითაც ფსკერის სკანირებაა შესაძლებელი.

გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს, 21 საათზე შევიდა. პოლიციის თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG