Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა: ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუკი მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია


ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, თუკი ქვეყანაში მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია.

„ჩვენ ახალი კონსტიტუციის მიღება გვჭირდება. ის უნდა მიიღოთ რეფერენდუმით და ახალი კონსტიტუციით. თუ გნებავთ, შეგიძლიათ ჩაატაროთ ორივე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები,“ განაცხადა ლუკაშენკამ 17 აგვისტოს ბელარუსის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში.

ლუკაშენკა, რომელსაც 26 წელი ხელისუფლების სათავეში ყოფნის განმავლობაში პირველად აქვს საქმე ამ მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებთან, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. არჩევნების შედეგებს ფართოდ მიიჩნევენ „გაყალბებულად“.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ლუკაშენკამ თქვა, რომ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG