Accessibility links

ცხინვალიდან გავრცელებული ცნობებით, თავდასხმა მოხდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე


ცხინვალი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანა დაცხრილეს. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით. 17 აგვისტოს საღამოს, ნანიევის ავტომანქანა „ნივას“, რომლითაც სახლში ბრუნდებოდა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ესროლეს ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე. „რესის“ ცნობითვე, თავდასხმისას არავინ დაშავებულა.

დე ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო მოღვაწეზე თავდასხმის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით და მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG