გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1351-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე მონაცემები 18 აგვისტოს, დილის 10 საათისთვის განახლდა. არ გაზრდილა გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი, რომელიც ისევ 1092-ია.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.
18 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7597 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.
დაწერეთ კომენტარი