Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" ზურა ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს, ირაკლი ოქრუაშვილს კი კონკურენტს არ დაახვედრებს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციის შემდეგ მისი პარტიის პოზიცია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა. პარტია მხარს დაუჭერს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში "გირჩის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის კანდიდატურას. საბურთალოს ოლქში კი, სადაც ოპოზიციამ საერთო კანდიდატად "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქუაშვილი წარადგინა, თავის კანდიდატს არ დაასახელებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე- ჩუღურეთის რაიონში საერთო მაჟორიტარ კანდიდატად, მკაფიოდ. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, იქ უბრალოდ არ ვაყენებთ, ვინაიდან საბურთალოს რაიონში ბევრი ღირსეული კანდიდატია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან თავმოყრილი და ჩვენ "ნაციონალურმა მოძრაობამ", მივიღეთ გადაწყვტილება, რომ უბრალოდ, იქ კანდიდატი არ დავაყენოთ“

ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ უჭერს ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „ასეთ ფორმულირებას რატომ აძლევთ? იქ არის ბადრი ჯაფარიძე ( პარტია "ლელო") ალეკო ელისაშვილი (პარტია „მოქალაქეები“) ქალბატონი თაკო ჩარკვიანი ("სტრატეგია აღმაშენებელი") ჩვენ საბურთალოს რაიონში კანდიდატს არ ვაყენებთ და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მისი სიტყვებით ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის შემოშავება ხმების ერთობლივი დაცვის თაობაზე - „თავშიც არ უნდა გაივლოს ბატონმა ივანიშვილმა, რომ შესაძლებელი იქნება მიმდინარე არჩევნებზე ხმების გაყალბება, მათ ხელში ბამბაც კი იჩხრიალებს 2020 წლის 31 ოქტომბერს“.

ნიკა მელიას სიტყვებით, ალბათ, სექტემბრისთვის ოპოზიცია შეთანხმდება საერთო დეკლარაციზე, რომელშიც ასახული იქნება პოზიცია, რომ არც ერთი დემოკრატიული ძალა არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ და მის ოლიგარქთან.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა. საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილი იყრის კენჭს, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურა ჯაფარიძე.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით ოპოზიციური პარტიები თბილისის 8-ვე სამაჟორიტარო ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. აქამდე ამ პარტიებმა 6 ოლქში შემდეგი კანდიდატები დაასახელეს:

  1. ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა" - გლდანი;
  2. ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი;
  3. შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - ნაძალადევი;
  4. გიორგი ვაშაძე - "ახალი საქართველო" - ისანი;
  5. შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი;
  6. ელენე ხოშტარია - "ევროპული საქართველო" - ვაკე

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG