Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლო განაჩენს გამოიტანს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჰარირის მკვლელობასთან დაკავშირებით


პლაკატი რაფიკ ჰარირის გამოსახულებით.
პლაკატი რაფიკ ჰარირის გამოსახულებით.

გაეროს ეგიდით მოქმედმა ტრიბუნალმა 18 აგვისტოს განაჩენი უნდა გამოიტანოს ოთხ პირთან დაკავშირებით, რომლებსაც ბრალი ედებათ 15 წლის წინ ბეირუთში ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობასთან კავშირში.

ლიბანის შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება „ჰიზბოლას“ ოთხი სავარაუდო წევრი დაუსწრებლად გაასამართლა ლიბანის საკითხების სპეციალურმა ტრიბუნალმა, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა. ბრალდებულთა ადგილსამყოფელი უცნობია.

ჰარირი, რომელიც მაშინ დეპუტატი იყო და ოპოზიციის მხარეს დადგა, 2005 წლის 14 თებერვალს მოკლეს, როცა მის კორტეჟზე ბომბით იერიში განხორციელდა.

თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას კიდევ 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 226 დაიჭრა.

სუნიტი ჰარირი მხარს უჭერდა სირიისადმი მოწოდებებს, ლიბანიდან გაეყვანა ჯარები, რომლებიც იქ 1976 წლიდან იმყოფებოდნენ სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.

განრისხებამ, რომელიც ლიბანსა და მსოფლიოში გამოიწვია ჰარირის მკვლელობამ, ლიბანის პროსირიული მთავრობა აიძულა, გადამდგარიყო, „ჰიზბოლას“ მხარდამჭერი სირია კი იძულებული გახდა, ჯარები გაეყვანა ლიბანიდან.

გასამხედროებულმა დაჯგუფებამ და ლიბანის მთავრობამ უარყვეს მკვლელობასთან რაიმე კავშირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG