Accessibility links

COVID-19: წუხელ სომხეთში 8 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 145 ახალი შემთხვევა


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, წუხელ ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 327 ავადმყოფი, 8 გარდაიცვალა.

სომხეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სტატისტიკით, ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსმა იმსხვერპლა 832 ადამიანი.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ COVID-19-ის მქონე 245 პაციენტი სხვა მიზეზით გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსისგან განიკურნა 34 982 პაციენტი.

დღესდღეობით მკურნალობა უტარდება 5 787 ავადმყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG