Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა 20 აგვისტოს გაგრძელდება


მცხეთის საქალაქო სასამართლომ დაიწყო 20 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა. როგორც ადვოკატებმა თქვეს, პროკურატურამ დამატებითი ვიდეომასალა და შუამდგომლობები დააყენა. სხდომა 20 აგვისტოს, 12 საათზე გაგრძელდება.

სასამართლომ არ გაითვალისწინა შუამდგომლობა არასრულწლოვნების აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შესახებ.

სხდომის დაწყებამდე არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მსგავს ნორმას არ იცნობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება ხუთი მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულთაგან 5 პირს ბრალდებამ 109-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი, 11 აგვისტოს წარუდგინა.

გამოძიების თანახმად, 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდიდან არაგვის ნაპირამდე გიორგი შაქარაშვილს "ტოიოტა ქამრის" ხუთმა მგზავრმა სდია. მათ ფეხბურთელს არაერთი დაზიანება მიაყენეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG