Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატმა გამოაქვეყნა „ყველაზე სრული“ ანგარიში რუსეთის ჩარევის შესახებ 2016 წლის არჩევნებში


პოლ მანაფორტი
პოლ მანაფორტი

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა, სამშაბათს გამოაქვეყნა ორპარტიული გამოძიების „სრულყოფილი ანგარიში“ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე, რომელშიც დონალდ ტრამპის პარტნიორებისა და რუსეთის წარმომადგენლების კონტაქტებზეა საუბარი.

თითქმის 1300 გვერდიანი ბოლო, მეხუთე თავი, აგვირგვინებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სამწლიან გამოძიებას.

დოკუმენტი ეხება კონტრდაზვერვის საფრთხეებს, ასახავს რუსეთის ძალისხმევას ფართო სპექტრს საარჩევნო კამპანიის განმავლობაში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ და დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

სენატში მომზადებული ანგარიშის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სანქციით 2016 წელს განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები აშშ-ის დემოკრატიულ პარტიასთან დაკაშირებულ კომპიუტერულ ქსელებსა და ანგარიშებზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი, პოლ მანაფორტი თანაშრომლობდა რუსეთის წარმომადგენლებთან, მათ შორის მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდეგაც.

სენატის კომიტეტის ანგარიშმა აჩვენა, რომ საიტმა WikiLeaks-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის მცდელობაში ჩარეულიყო არჩევნებში, ტრამპის სასარგებლოდ, და რომ საიტმა „დიდი ალბათობით იცოდა“, რომ ჰაკერული გზით მოპოვებული დოკუმენტების გამოქვეყნებით, იგი სამსახურს უწევდა რუსეთის ჩარევის მცდელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG