Accessibility links

site logo site logo

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიაში მიმდინარე პლეი ოფის შეხვედრებში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებს „პარი სენ-ჟერმენს“, რომელმაც წუხელ ნახევარფინალში „ლაიპციგს“ აჯობა - პარიზელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს, მარკინიოსის, დი მარიასა და ბერნატის გოლებით.

ფინალის მეორე საგზურისთვის დღეს ერთმანეთს „ლიონი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან, ევროპის 2019-2020 წლების სეზონის უძლიერესი კლუბის ვინაობა კი 23 აგვისტოს გაირკვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG